აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებები.
„შეშფოთებული ვარ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებების გამო. ასევე შეშფოთებული ვარ რუსეთის კარგად დოკუმენტირებული მცდელობებით, ხელი შეუშალოს არჩევნებს. მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეა, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ჯო უილსონი ამბობს, რომ MEGOBARI აქტი შეეცდება დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარს დაუჭერს ქართველებს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ სწრაფვაში.
"ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“,- აღნიშნულია განცხადებაში.