მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Heritage Foundation: ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების TOP-10

5e70c4586620a
BM.GE
18.03.20 20:05
782
Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ 77.1 შეადგინა. შედეგად, ქვეყანა რეიტინგში 4 ადგილით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა.

საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის ქვეყნების, (69.8 ქულა), ასევე მსოფლიოს საშუალო ქულას (61.6 ქულა).

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი შემდეგი კრიტერიუმებისგან შედგება: მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა, კანონის უზენაესობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს 12 კომპონენტს.

რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა 5 ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა).

მონეტარული თავისუფლების ინდიკატორი აფასებს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს და ფასდება ბოლო 3 წლის პერიოდის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი.

ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ათეული ასეთია:

1) სინგაპური - 89.4 ქულა;
2) ჰონგ-კონგი - 89.1 ქულა;
3) ახალი ზელანდია - 84.1 ქულა;
4) ავსტრალია - 82.6 ქულა;
5) შვეიცარია - 82 ქულა;
6) ირლანდია - 80.9 ქულა;
7) დიდი ბრიტანეთი - 79.3 ქულა;
8) დანია - 78.3 ქულა;
9) კანადა - 78.2 ქულა;
10) ესტონეთი - 77.7 ქულა. 

რეიტინგში 4.2 ქულით ბოლო, 180-ე ადგილზე ჩრდილოეთ კორეაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები