მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Hermès-ის დირექტორი Birkin-ზე ფასის ზრდას გადამყიდველებს აბრალებს

საფრანგეთი
BM. GE
07.08.25 08:27
427

ძვირად ღირებული აქსესუარების ფრანგული ბრენდის, Hermès-ის აღმასრულებელი დირექტორი კომპანიის ერთ-ერთი იშვიათი პროდუქტის Birkin-ის მეორად ბაზარზე გამოჩენას გამოეხმაურა. როგორც CEO აქსელ დუმასმა 2025 წლის მეორე კვარტალის შედეგების წარდგენისას აქციონერებს განუცხადა, პროდუქტის ექსკლუზიურობის მთავარი საფრთხე “ყალბი მომხმარებლები”, ანუ ის რესელერები არიან, რომლებიც Birkin-ს მსურველებს აქსესუარის შეძენას პირდაპირ დახლიდან სთავაზობენ. ეს Hermès-ის გაყიდვების გამორჩეული ეკონომიკური მოდელისთვის წაგებიანია.

ცნობისთვის, ფრანგული კომპანიის ექსკლუზიური პროდუქტების შეძენა მხოლოდ ერთგულ მომხმარებლებს შეუძლიათ. ისიც იმ შემთხვევაში, თუ აქსესუარს Hermès-ი თავად შესთავაზებს კლიენტს.

აღსანიშნავია, რომ hermes-ის ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური ჩანთის, birkin-ის ფასი ოფიციალურად $12,700 დოლარია. მეორად ბაზრებზე კი ღირებულება $12,000 დოლარიდან იწყება და $200,000 დოლარსაც კი აღწევს.

გადამყიდველების მიერ Birkin-ის დახლებზე დალაგება და პროდუქტის ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომობა არის ის, რაც აქსელ დუმასს ყველაზე მეტად აშფოთებს. კომპანიის CEO-ს განცხადებით, მეორად ბაზარზე Birkin-ის მოხვედრა და იმ ადამიანების ხელში ხილვა, რომლებიც Hermès-ის ბრენდს არ იცნობენ, მას “გულს სტკენს და ცუდ ხასიათზე აყენებს”.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღმასრულებელი დირექტორის წუხილისა და მეორადი ბაზრის კონკურენციის მიუხედავად, Hermès-ის შემოსავლები მაინც იზრდება. კერძოდ, მეორე კვარტალში წლიდან წლამდე გაყიდვები 9%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი კი არამარტო Birkin-ზე, არამედ სხვა ექსკლუზიურ ჩანთებზე, Kelly-სა და Constance-ზე მოთხოვნის ზრდაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები