მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hermès-ის პირველი "ბირკინი" აუქციონზე $10 მილიონად გაიყიდა

ბირკინი

დალაქავებული და დაზიანებული, ტყავის ჩანთა Hermès Birkin "სოთბის" აუქციონზე $10 მილიონად (გადასახადების ჩათვლით) გაიყიდა, რითაც აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ხელჩანთა გახდა. მოგების მანიშნებელი ჩაქუჩი $8.2 მილიონიან შეთავაზებაზე დაეცა.

საუბარია მოდის სახლ Hermes-ის მიერ გამოშვებულ პირველ Birkin-ზე, რომელიც ექსკლუზიურად ბრიტანელი მსახიობისა და მომღერლისთვის, ჯეინ ბირკინისთვის დამზადდა. ბირკინი ამ ჩანთას 1985-1994 წლებში, მანამ, ვიდრე Birkin-ის ხაზი ფუფუნების სიმბოლოდ იქცეოდა, თითქმის ყოველდღიურად მოიხმარდა. იშვიათი ლოტი Sotheby-ის აუქციონის სახლმა მაღალი მოდის აუქციონზე, Alexander McQueen-ისა და Christian Dior-ს დიზაინებთან ერთად წარადგინა.

აუქციონის სახლს ორიგინალი "ბირკინის" ღირებულება წინასწარ არ გაუმხელია. პირველადი ფსონები ვებგვერდზე €1 მილიარდი ევროდან იწყებოდა, ლაივ რეჟიმში კი შეთავაზება ყოველწამიერად იზრდებოდა. 9 კოლექციონერს შორის მიმდინარე 10-წუთიანი შეჯიბრება კი იაპონელი კერძო კოლექციონერის გამარჯვებით დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები