მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰესებში წყალი უქმად არ დაღვრილა, უმნიშვნელოვანესი წელი გვქონდა - ნარმანია

63a6a2cb651eb
მარიამ ვარადაშვილი
24.12.22 13:00
666
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2022 წელი ენერგეტიკული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. განსაკუთრებით კარგი წელი იყო ელექტროენერგიის კუთხით, რადგან ადგილობრივი გენერაცია და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

“წლევანდელი წელი გამორჩეული იყო იმით, რომ კოვიდის შემდგომ ეკონომიკა განვითარების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდა, რაც ენერგეტიკაზეც პირდაპირ აისახა. ვგულისხმობ ენერგიის მოხმარებას. წინა წელთან შედარებით ენერგიის მოხმარება გაზრდილია. ამასთან, სხვა წლებისგან განსხვავებით, ამ ენერგიის დიდი ნაწილი საკუთარი გამომუშავებით იქნა დაფარული.

ძალიან კარგი ჰიდროლოგიური წელი გვქონდა და რეაბილიტირებულმა ენგურჰესმა შეძლო წინა წელთან შედარებით გაცილებით მეტი გამოემუშავებინა. წლევანდელი წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ენერგია ექსპორტზე გავიდა და ფაქტობრივად წყალი, რომელსაც შეეძლო ელექტროენერგია გამოემუშავებინა, უქმად არ დაღვრილა. აქედან გამომდინარე, ენგურჰესმა და სხვა კომპანიებმა, რომლებმაც ელექტროენერგიის გატანა მოახერხეს, დამატებითი შემოსავალი მიიღეს, რაც ეკონომიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია”, - აცხადებს ნარმანია.

11 თვის მონაცემებით, ადგილობრივმა გენერაციამ 13 მლრდ. კვტ სთ-ს გადააჭარბა, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ასევე 13 მლრდ. კვტ.სთ-ს გადააჭარბა ადგილობრივმა მოხმარებამაც, რაც 4%-ით აღემატება შარშანდელ ნიშნულს. გარდა ამისა, განხორციელდა 988 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიის ექსპორტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები