ციფრული ბანკი “ჰეშ ბანკი” რეალურ დროში ოპერირებას და კლიენტების მომსახურებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.
ამის შესახებ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა პაპაშვილმა BMG-ის განუცხადა.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე სატესტო რეჟიმი იქნება და ბანკი მომხმარებლების სრულ მომსახურებას სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყებს. ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ციფრულ ბანკს კრიპტო პროდუქტებიც ექნება.
“ლაივ რეჟიმში “ჰეშ ბანკს” უახლოეს დღეებში გავუშვებთ, უკვე მოვემსახურებით კლიენტებს, ტესტირება დაიწყება. სრული გაშვება და მასიური მომსახურება ალბათ გაზაფხულზე იქნება. გეგმა არის, რომ სწრაფად წავიღოთ ბაზრის შესაბამისი წილი. ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვისაც, რომ მეტი კონკურენცია იყოს ბაზარზე და არ იყოს კონცენტრირებული. რადგან როდესაც ბაზარი კონცენტრირებულია, ისეთი კონკურენცია არაა და მომხმარებელიც ზიანდება. კრიპტოშიც ვიქნებით, რადგან მეორე კომპანიით VASP-ის ლიცენზიაც მივიღეთ და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროდუქტებიც იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი”, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა ციფრულ ბანკზე ლიცენზია 2023 წლის ნოემბერში გასცა.