მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰესის პროექტის დასამუშავებლად ბიზნესის დამფუძნებლებს და მმართველებს, 2025 წლის იანვრიდან აუთსორს კომპანიის დაქირავება შეუძლიათ

ჰიდრო სადგური
21.02.25 10:00
730

ელექტროსადგურების (მზე, ქარი, წყალი) ბიზნესი საქართველოში პერსპექტიულია და მოთხოვნაც მზარდია, თუმცა, ბოლო წლებში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების, წინააღმდეგობების ფონზე, ბიზნესსექტორი საკმაო რისკებს ხედავს.

ბოლო დროს გაიზარდა მოთხოვნა ისეთ პროექტებზე, სადაც მშენებლობის ნებართვის გარდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებულია პროექტი და წინააღმდეგობის რისკები მინიმალურია.

2025 წლის იანვრიდან ელექტროსადგურების პროექტების შექმნით დაინტერესებულ პირებს, საკითხის გადაწყვეტა შეუძლიათ საქართველოში ბიზნესს ვაჭრობის და ბიზნესში ინვესტირების საკითხებზე მომუშავე ბიზნესჯგუფს - bt.ge- დაავალონ. (https://bt.ge/ka) რომელსაც მსგავსი საქმიანობის 8- წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია.

დამკვეთი სრულად დაზღვეულია, რადგანაც ზემოაღნიშნული კორპორაციული (ექსკლუზიური) მომსახურების ფარგლებში, “ბი თი ჯი” სარგებელს (სერვისის ღირებულებას) მიიღებს მხოლოდ დამკვეთის ინტერესის შესაბამისად ბიზნესპროექტის დამუშავების და დამკვეთისთვის გადაცემის შემდეგ.

კორპორაციული (ექსკლუზიური) მომსახურება გულისხმობს: ა) დამკვეთის სურვილის შესაბამისად პროექტის ადგილმდებარეობის შერჩევა; ბ) მიწის ნაკვეთის შესყიდვის პროცედურების მოგვარება; გ) პროექტის სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკება; დ) ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მშენებლობის ნებართვის მიღება. კორპორაციული მომსახურების ფარგლებში, დამკვეთი ირჩევს ყველა, ან რომელიმე სერვისს.

სამუშაო პროცესში ჩართულია დამკვეთი, მასთან თანხმდება ყველა დეტალი, გადაწყვეტილებები მიიღება მისი უშუალო მონაწილეობით ხდება, თუმცა მომსახურების საფასურს იხდის მხოლოდ მისთვის (დამკვეთისთვის) სასურველი შედეგის დადგომის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები