ამერიკული Hewlett Packard Enterprise-ი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე არის დატა-ცენტრების დანადგარების წარმოების ბაზარზე, როუტერებისა და ქსელური კომუტატორების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Juniper Networks-ს $14 მილიარდად ყიდულობს.
როგორც HPE-ის გენერალურმა დირექტორმა, ანტონიო ნერიმ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, ეს გარიგება კომპანიის საბაზრო წილს გაზრდის, მაგრამ, ამასთან, ხელს შეუწყობს HPE-ის ტრანსფორმაციას, რადგან ამერიკულ გიგანტს სურს, საკუთარი ბიზნესის ქვაკუთხედად სწორედ დაკავშირებადობის ტექნოლოგია აქციოს, რომლითაც მოწყობილობებს შორის და ინტერნეტის გამოყენებით ინფორმაციის გაცვლაა შესაძლებელი.
Jupiter Networks-ის თითო აქციაში Hewlett Packard Enterprise-ი 40 დოლარს გადაიხდის, რაც 32%-იან პრემიუმს წარმოადგენს კომპანიის მიერ ორშაბათს დაფიქსირებულ ფასთან შედარებით, ანუ მაშინ, სანამ მედია გარიგების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებდა. კომპანიის შესყიდვას კი, HPE სხვადასხვა ვადიანი სესხით ცდილობს, რომელიც, მოგვიანებით, ახალი ვალდებულებებით, კომპანიის ობლიგაციებითა და ნაღდი ფულით გადაიფარება. მოსალოდნელია, რომ გარიგება მიმდინარე წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში დაიხურება.
კომპანია, რომელიც Hewlett Packard Enterprise-მა შეიძინა, არც თუ ისე დიდია, რადგან მისი საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ $11.7 მილიარდს შეადგენს, როცა HPE-ის შემთხვევაში, მაგალითად, ანალოგიური მაჩვენებელი $21 მილიარდის ტოლია. Juniper-ის მთავარი კონკურენტი ამერიკული გიგანტი Cisco Systems-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $200 მილაირდს აღემატება. როგორც HPE-ის გენერალურმა დირექტორმა, ანტონიო ნერიმ განაცხადა, მისი კომპანიის მიერ Juniper-ის შეძენის შემდეგ, ბაზარზე ამ ტექნოლოგიის ალტერნატიული მიმწოდებელი გაჩნდება, რასაც, როგორ ის ამბობს, მომხმარებლები დიდი ხანია, ელოდებიან.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.