მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰეზბოლამ" ისრაელისკენ 320 რაკეტა ისროლა, ისრაელმა კი ლიბანზე პრევენციული დარტყმები განახორციელა

ჰეზბოლა

25 აგვისტოს დილას, ლიბანურმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაისროლა. Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი გასულ თვეს, ბეირუთში, "ჰეზობოლას" ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობისთვის შურისძიებაა.

უცხოური მედიის ცნობით, "ჰეზბოლას" თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა რაკეტები ლიბანის სამხრეთ ნაწილში გაისროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნე ის ადგილები იყო, საიდანაც დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ დარტყმებს ამზადებდა.

"ჰეზბოლას" ინფორმაციით, დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა ისროლა, რითაც "წარმატებით დაასრულა" შურისძიების პირველი ფაზა. "ჰეზბოლაში" ასევე აცხადებენ, რომ ფუად შუკრის მკვლელობისთვის "სრულყოფილი პასუხის მომზადებას დრო დასჭირდება".

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებულად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისრაელის ოკუპირებულ გოლანის მაღლობზე "ჰეზბოლას" თავდასხმას 12 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ ქვეყანა თავის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა. ისრაელში ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, გადაიდო ფრენები თელავივის აეროპორტიდანაც, თუმცა ამჟამად ბენ გურიონის აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები