მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hilton Garden Inn-ს ბიზნესტურიზმის კუთხით, საშუალოდ, 30%-იანი დატვირთვა აქვს - საიდან იღებს სასტუმრო ჯავშნებს?

MICE ტურიზმი

ჭავჭავაძის გამზირზე სასტუმრო Hilton Garden Inn-სთვის ბიზნესტურიზმი საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს - ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმროს პროექტის მმართველ კომპანია „რედიქსში“ განუცხადეს.

2021 წელს გახსნილი სასტუმრო 170 ნომერს და საქმიანი შეხვედრებისთვის 8 სივრცეს აერთიანებს, ასევე ფიტნესცენტრსა და რესტორანს აერთიანებს. „რედიქსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი ნიკოლოზ სხირტლაძე ამბობს, რომ MICE ტურიზმის მიმართულებით სასტუმროში მიმართვიანობა როგორც უცხოელების, ასევე ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან გაზრდილია.

„სასტუმრო Hilton Garden Inn მისი ადგილმდებარეობიდან და კონცეფციიდან გამომდინარე საუკეთესო არჩევანია ბიზნესტურისტებისთვის და ნებისმიერი სახის სტუმრობისთვის. MICE ტურიზმის მიმართულებით ძირითადად ჯავშნები გაზაფხულზე მოდის, მაგრამ წელს ზაფხულის პერიოდიც საკმაოდ დატვირთული იყო. საშუალოდ MICE ტურიზმის მიმართულებით 30%-იანი დატვირთულობა გვაქვს და ჯავშნები ძირითადად არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის.

აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ კომპანიებთან, რომლებიც ღონისძიებების მოწყობას გვანდობენ.

ბიზნესტურიზმის კუთხით პოზიტიური ტენდენცია გვაქვს, მომართვიანობა გაზრდილია და შემდეგი თვეებიც საინტერესოდ გამოიყურება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სხირტლაძემ.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები