მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰოლანდიაში 140 მლნ-ზე მეტი ტიტა განადგურდა – ყვავილების ბიზნესის გლობალური ზარალი $8,5 მლრდ-ია

5e9f28f31981c
მარიამ ადამია
21.04.20 23:00
2413
8,5 მილიარდი დოლარი - ასე შეფასდა წინასწარი ზარალი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყვავილების ბიზნესს მიადგა კორონავირუსის შედეგად გაუქმებული მასშტაბური ღონისძიებებისა და შესაბამისად მსოფლიოში ყვავილების საჭიროების მკვეთრი შემცირების გამო. როგორც Bloomberg-ი წერს, ინდმეწარმეები თუ კომპანიები,რომელიც ამ ინდუსტრიაში იყვნენ ჩართულები ჩივიან, რომ კვირაში, შემოსავლის სახით, დაახლოებით 5000 დან 10 000 დოლარამდე იღებდნენ, იმის გათვალისწინებითაც რომ ქორწილებს და სხვადასხვა ღონისძიებებზე ჰქონდათ დაკვეთები.

დღეს, მათ ყვავილების განადგურება უწვეთ და ვარაუდობენ, რომ თუ პანდემია კიდევ 3-4 თვე გასტანს, ბიზნესი შეიძლება სრულად ჩამოიშალოს.

ყვავილებით ვაჭრობა რეალურად თანამედროვე კაპიტალიზმის სასწაულია, რომლის ჯაჭვი, სათავეს აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთ ამერიკის ცხელი ქვეყნებიდან იღებს, სადაც მოიპოვებენ ღეროებს, რომლებიც სპეციალური პირობებისა და ტემპერატურის მქონე სატვირთო ავტომობილებით, შემდეგ კი, თვითმფრინავებით ამსტერდამში გადააქვთ, საიდანაც მთელს ევროპაში, აზიასა და აშშ-ში ნაწილდება. ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც ყველა ამ ყვავილს ერთ სივრცეში უყრის თავს - Royal FloraHolland-ია და საუკუნეზე მეტია, საფეხბურთო მოედნის ფართობის ტერიტორიაზე, დილას 5-ის ნახევარზე ვარდებით, ქრიზანთემებით, ტიტებითა და კიდევ უამრავი დასახელების ყვავილებით ეგებებიან, ღამის საათებში კი მის ანგარიშზე მილიონობით დოლარი ირიცხება.

აქ ტრაციდიულად გაზაფხული ყველაზე დატვირთული სეზონია, რიგი დღესასწაულებისა თუ ქორწილების გამო, თუმცა წელს მარტის პირველივე დღეებში დაფიქსირდა ნიდერლანდებში კორონავირუსის ფაქტები, ამას მოჰყვა აფეთქება იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, დაიხურა მაღაზიები, მათ შორის ყვავილების და საბოლოოდ, ბაზარი ჩამოიშალა, რადგან ყვავილების გლობალური ვაჭრობის შემცირება იმ ბაზრებზეც აისახა, სადაც კორონავირუსი დაფიქსირებული საერთოდ არ არის. იმ ყვავილების განადგურებას კი, რომლებიც გასაყიდად იყო გამზადებული, ერთი კვირა დასჭირდა. დაახლოებით 140 მილიონზე მეტი ტიტა განადგურდა ჰოლანდიაში, რომელის სანახავად აქ ათასობით ტურისტი ჩამოდიოდა და ზარალს ითვლის ყვავილების ბიზნესთან ერთად ტურიზმიც.

სერიოზული დარტყმა მიიღო ამ მიმართულებით აფრიკამაც, რადგან პანდემიის დაწყებამდე ყოველ კვირას, კენიაში, სადაც იდეალური კლიმატია ვარდებისთვის, 42 კარგოს რეისი დაფრინავდა და ჯამში, აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ყვავილებს ანაწილებდა მსოფლიოში. კენიის ყვავილების ფერმაში 150 000 ადამიანზე მეტია დასაქმებილი, მათგან უმეტესობა ქალი და ისინი თვეში 70 დოლარს გამოიმუშავებენ.

მართალია ანაზღაურება იმ შრომასთან შედარებით, რასაც აქ დებენ, მინიმალურია, თუმცა, თავად დასაქმებულები ბედს არ უჩივიან, რადგან მუდმივი შემოსავალი აქვთ, რაც აფრიკაში იშვიათობაა. მაგრამ კორონავირუსის შედეგად, იზრდება როგორც განადგურებული ვარდების რაოდენობა, ასევე ადგილობრივებიც სამსახურს გარეთ რჩებიან.

ადგილობრივების გარდა, აფრიკაში არიან ასევე უცხოელი ფერმერებიც, მაგალითად ერთ-ერთის –მ Nini Flowers-ის დამფუძნებელი ბრიტანეთის არმიაში მსახურების შემდეგ დარჩა კენიაში და დაიწყო ყვავილების მეურნეობა. დღეს ის მთელს მსოფლიოს ამარაგებს ფერადი ვარდებით და ამბობს, რომ თებერვალი წელს ყველაზე დატვირთული პერიოდი იყო, რომელსაც მკვეთრი ვარდნა და შესყიდვების გაუქმების სერიები მარტის დასაწყისიდანვე მოჰყვა. შედეგად კი ის თვეში 300 ათას ევროს კარგავს და თუკი პანდემია სამ-ოთხ თვეს გაგრძელდება, მათ დახურვა მოუწევთ.

ასეთია ყვავილების გლობალური ვაჭრობის შედეგები რიცხვებში, რომლის შემოსავალზე, მსოფლიოს არაერთი ქვეყანის ეკონომიკა დგას და მაგალითად უკვე წლებია, რაც ყვავილები ჰოლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები