საქართველოში ავოკადოს იმპორტი იზრდება. 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში $2,55 მლნ-ის დაახლოებით 1 700 ტონა ახალი ან ხმელი ავოკადოს იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2022 წელს $1,58 მლნ-ის ღირებულების 998 ტონა ავოკადო შემოვიდა, 2021 წელს კი - $1,17 მლნ-ის ღირებულების 420 ტონა ავოკადო.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ესენია ნიდერლანდები, თურქეთი, კენია და საფრანგეთი. თუმცა ძირითადი საიმპორტო ქვეყნები თურქეთი და ნიდერლანდებია, იმ განსხვავებით, რომ გასულ წელს ნიდერლანდებიდან ნაკლები მოცულობის ავოკადო შემოვიტანეთ, ვიდრე თურქეთიდან, თუმცა თანხობრივად ნიდერლანდებს უფრო მეტი გადავუხადეთ. რიცხვებში კი იმპორტი 2023 წელს შემდეგნაირად გადანაწილდა: თურქეთიდან 928 ტონა ($309.98 ათასი) ავოკადოს იმპორტი განხორციელდა, 728 ტონა ($2,2 მლნ) - ნიდერლანდებიდან შემოვიდა, 43 ტონა ($33.60 ათასი) - კენიიდან, ხოლო საფრანგეთიდან უმნიშვნელო რაოდენობის ავოკადოს იმპორტი დაფიქსირდა.
რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს საქართველოდან $1,1 მლნ-ის ღირებულების 398 ტონა ახალი ან ხმელი ავოკადო სომხეთში გავიდა, 2022 წელს კი, ამავე ქვეყანაში 765 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 267 ტონა ავოკადოს ექსპორტი განხორციელდა.