მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Home Depot-ს ახალი დირექტორი ეყოლება

depot

სამშენებლო მასალების ამერიკულმა კომპანიამ, Home Depot-მ მესამე ფისკალური კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავალი წლიურ ჭრილში 4.9%-ით გაიზარდა და $43.4 მილიარდს მიაღწია, რამაც უოლ-სტრიტის $42.80-მილიარდიან პროგნოზს გადააჭარბა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $3.60 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $3.71 მილიარდი შეადგინა, კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე კი $3.86-ს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების $3.84-იან მოლოდინზე მაღალია.

პარალელურად, Home Depot-მა ახალ გენერალურ დირექტორად მოქმედი ფინანსური დირექტორი, რიჩარდ მაკფეილი დანიშნა, რომელიც მომავალი კვირიდან ტედ დეკერს შეცვლის.

დეკერი თანამდებობას სამედიცინო შვებულებიდან დაბრუნებისთანავე ტოვებს, თუმცა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს შეინარჩუნებს. ამასთან, მთავარი საოპერაციო დირექტორი ენ-მარი კემპბელი გახდება, ხოლო ფინანსური დირექტორის პოსტს ჯორდან ბროგი დაიკავებს.

„ჩვენ კურსის შეცვლას არ ვაპირებთ“, - განუცხადა მაკფეილმა CNBC-ს და დასძინა, რომ კომპანია კვლავ პროფესიონალი მომხმარებლების მოზიდვასა და ხარჯების ოპტიმიზაციას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები