მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Honda ელექტრომობილებს აღარ გამოუშვებს

Honda

იაპონურმა Honda-მ ელექტრომობილების სტრატეგია ფაქტობრივად გააუქმა. კომპანიამ ოფიციალურად შეაჩერა სამი უმნიშვნელოვანესი ელექტრომოდელის: Honda 0 SUV-ის, Honda 0 Saloon-ის და Acura RSX-ის წარმოების და გაყიდვის გეგმები.

კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოს მასშტაბით ელექტრომობილებზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირებითა და ჩინური მწარმოებლების მხრიდან გაზრდილი კონკურენციით არის განპირობებული, რამაც იაპონური გიგანტი მძიმე ფინანსური ზეწოლის წინაშე დააყენა.

კომპანიის პროგნოზით, ამ სტრატეგიული უკანდახევის გამო, 2026 წლის ფისკალური წლის ბოლოსთვის საერთო ზარალმა შეიძლება რეკორდულ 15.8 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი იქნება.

ჰონდას ხელმძღვანელობამ ღიად აღიარა, რომ მათ ვერ შეძლეს ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ახალ მოთამაშეებს, განსაკუთრებით პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. შექმნილი კრიზისის გამო, კომპანიის ტოპ-მენეჯერებმა, მათ შორის აღმასრულებელმა დირექტორმა ტოშიჰირო მიბემ ხელფასების 20-30%-ით შემცირების გადაწყვეტილებაც მიიღეს.

ახალი გეგმის მიხედვით, ჰონდა აქცენტს ჰიბრიდულ მოდელებზე გადაიტანს, რომლებიც ამჟამად ბაზარზე მეტი პოპულარობით სარგებლობენ.

ანალიტიკოსების შეფასებით, Honda ფაქტობრივად სრულად ეთიშება ელექტრომობილების ბაზარს, ისევე როგორც ბევრი სხვა იაპონური, ევროპული და ამერიკული მწარმოებელი, რადგან EV-ებზე მოთხოვნა იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს წლების წინ ანალიტიკოსებს ყველაზე ნეგატიური სცენარით წარმოედგინათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები