მსოფლიოს მასშტაბით 100-მდე ავტომწარმოებელი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ამ სექტორში წარმოდგენილი ზოგიერთი ბრენდი 100-წლიან ისტორიას ითვლის, ზოგიც კი სულ ახლახან შეიქმნა, მაგრამ უმოკლეს პერიოდში უდიდეს წარმატებას მიაღწია. ამ მიმართულებით ევროპა ნამდვილი პიონერია, სადაც თავს ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული ბრენდები იყრიან.
ამჯერად გაგაცნობთ უმსხვილესი ევროპული ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგს, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით:
1) Ferrari
ქვეყანა: იტალია
შეფასება: $65.5 მლრდ
2) Mercedes-Benz
ქვეყანა: გერმანია
შეფასება: $47.6 მლრდ
3) Porsche
ქვეყანა: გერმანია
შეფასება: $45.3 მლრდ
4) Volkswagen
ქვეყანა: გერმანია
შეფასება: $39.6 მლრდ
5) BMW
ქვეყანა: გერმანია
შეფასება: $39.5 მლრდ




























