მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰორმუზის გამო, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ნავთობი

სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. ერთდღიან პერიოდში მატების მაჩვენებელი 5%-ს აღწევს და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 95 დოლარს აღწევს, ხოლო WTI-ის ფასი $89-ის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ის საშუალოდ 102 დოლარად ივაჭრება.

ენერგომატარებლების ღირებულების ზრდა პირდაპირ უკავშირდება თეირანის ოფიციალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ირანი უარს ამბობს ჰორმუზის სრუტის გახსნაზე და მოლაპარაკების ძირითადი პირობების დაცვაზე.

აშშ-ირანის უთანხმოების ფონზე, ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ისევ დაკეტილი რჩება, რაც ბირჟაზე ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი 55%-ით არის გაძვირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები