მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორმუზის სრუტეში გადასახადის დაწესება მიუღებელია - Hapag-Lloyd

ნავთობტანკერები

გერმანულმა საზღვაო გადაზიდვების გიგანტმა, Hapag-Lloyd-მა ჰორმუზის სრუტეში გამავალი ყველა ტვირთისთვის 20%-იანი მოსაკრებლის დაწესების შესახებ აშშ-ის გეგმა მკაცრად გააკრიტიკა.

მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კონტეინერების გადამზიდველმა ორგანიზაციამ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ საერთაშორისო წყლებში ტრანზიტისათვის ნებისმიერი სახის გადასახადის დაწესება პრინციპულად არასწორი ნაბიჯია.

ამასთან, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ეკონომიკური ზომების მიღება სამართლებრივად დაუშვებელია და საერთაშორისო წყლებში თავისუფალი მიმოსვლის პრინციპებს სრულიად ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში გამავალი ყველა ტვირთისთვის დაგეგმილი 20%-იანი გადასახადის დაწესება გადაიფიქრა. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან გამართული ნაყოფიერი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო და აღნიშნა, რომ მოსაკრებელს ყურის ქვეყნებთან გასაფორმებელი სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებებით ჩაანაცვლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები