მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა 7 ერთეულამდე შემცირდა

ჰორმუზი

ჰორმუზის სრუტეში სატრანზიტო გემების რაოდენობა 10 სექტემბერს 7 ერთეულამდე შემცირდა. შედარებისთვის, წინა დღეს იგივე მარშრუტი 11-მა ხომალდმა გაიარა.

საყურადღებოა, რომ სააგენტო Reuters-ის მიერ Kpler-ის ბაზაზე დაყრდნობით გავრცელებული ეს მაჩვენებელი ბოლო ათი დღის საშუალო ნიშნულს, 15 ერთეულს მკვეთრად ჩამოუვარდა. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკა არ მოიცავს იმ ხომალდებს, რომლებმაც შესაძლო იდენტიფიცირების თავიდან არიდების მიზნით გადამცემები გამორთეს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დაფიქსირებული შვიდი ხომალდიდან სრუტე მხოლოდ ორმა Panamax-ის ტიპის გემმა დატოვა. მათგან ერთს სასუქი გადაჰქონდა, მეორე კი ბალასტით, ანუ ტვირთის გარეშე გადაადგილდებოდა. სრუტეში სულ ხუთი ახალი ხომალდი შევიდა. დასახელებულ ტრანსპორტს შორის მშრალი ნაყარი ტვირთით დატვირთული Panamax-ისა და Supramax-ის კლასის ხომალდები, ფოლადითა და მარცვლეულით სავსე ორი Handysize-ის ტიპის გემი და ნავთობპროდუქტების გადამზიდი საშუალო ტანკერი აღირიცხა.

რაც შეეხება კონფლიქტური რეგიონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მეორე სანაოსნო მარშრუტს, ბაბ-ელ-მანდების სრუტე 10 სექტემბერს სასაქონლო პროდუქციით დატვირთულმა 26-მა ხომალდმა გაიარა. ეს მონაცემი კი ბოლო ათი დღის საშუალოს თითქმის უტოლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები