ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეშვიდე პაკეტზე დაიწყო მუშაობის პროცესი. ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრ პაველ იაბლონსკის განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტი SWIFT-ის საერთაშორისო საგადახდო სისტემიდან დამატებით რამდენიმე რუსული ბანკის გარიცხვას, ასევე, Gazprombank-ზე სანქციების დაწესებას და ბუნებრივი აირის მიწოდების წყაროების შეზღუდვას მოიცავს.
გარდა ამისა, ევროპელი ლიდერები რუსი პოლიტიკოსების, ოლიგარქებისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობასთან დაკავშირებული პირების აქტივებისა და ქონების კონფისკაციის შესაძლებლობას განიხილავენ. დამატებითი სანქციები დაუწესდება ტექნოლოგიურ სექტორსაც.
შეგახსენებთ, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი ოფიციალურად პარასკევს დამტკიცდა და ის რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.