მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HR პროფესიონალები და ტრენერები ხვალ პროევროპულ აქციას გამართავენ

HR პროფესიონალები

HR პროფესიონალები და ტრენერები ხვალ პროევროპულ აქციას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებენ.

"HR პროფესიონალები და ტრენერები ერთად გამოვხატავთ ევროპული მომავლისკენ სწრაფვას, პარასკევს 13 დეკემბერს, 13:00 საათზე მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე!

ჩვენ ვგმობთ ძალადობას, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ხორციელდება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და მიგვაჩნია, რომ ორგანიზაციების განვითარებისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვისათვის ევროპული სტანდარტების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვერ ვხედავთ მომავალს, სადაც საქართველო არ არის ევროპის ნაწილი და გვსურს, რომ ასეთი მომავალი ჩვენივე ხელით შევქმნათ. შემოგვიერთდით, ერთად მოვითხოვოთ ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია!", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ცალ-ცალკეც მართავენ პროევროპულ აქციებს. დღეს, IT/TECH კომუნის, ასევე მუსიკოსების საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. ხვალ დაგეგმილია იურისტების, ასევე ღვინის სექტორის აქციაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები