მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

HSBC თანამშრომლების AI-ით ჩანაცვლებას იწყებს

HSBC

ევროპის უმსხვილესმა ბანკმა, HSBC-მ ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და საოპერაციო ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მასშტაბური რეორგანიზაციის გეგმა წარადგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში გლობალური სამუშაო ძალის დაახლოებით 10%-ით შემცირებას გეგმავს, რაც 20,000-მდე თანამშრომელს მოიცავს.

ბანკის ხელმძღვანელობის განმარტებით, AI წარმატებით ახერხებს ისეთი ფუნქციების ავტომატიზაციას, როგორიცაა: მონაცემთა ანალიზი, ბუღალტერია, ანგარიშების წარმოება, შესაბამისობის კონტროლი და კლიენტების მომსახურება. შესაბამისად, HSBC-ის მიზანია, 2026 წლის ბოლომდე საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და რესურსების ციფრულ ინფრასტრუქტურაში გადამისამართება უზრუნველყოს.

ანალიტიკოსების აზრით, მსგავსი ტენდენცია სხვა გლობალურ ბანკებშიც, მათ შორის Citigroup-სა და Goldman Sachs-შიც მკაფიოდ იკვეთება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები