ამერიკულ NVIDIA-სთან კონკურენციის გაწევის მიზნით, უმსხვილესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei ახალი თაობის AI-სუპერკომპიუტერების წარმოებას იწყებს.
Huawei Connect 2025-ზე გავრცელებული ინფორმაციით, AI-ჩიპების ახალი სერია Ascend-ი დაფუძნებული იქნება Atlas-ის სუპერნოუდების არქიტექტურაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ Huawei-ის მიერ შექმნილ ახალ AI-ჩიპებს სუპერკომპიუტერების გამოთვლითი შესაძლებლობები ექნებათ.
Huawei-ის განცხადებით, Ascend 950PR მოდელი ბაზარზე 2026 წლის დასაწყისში გამოჩნდება, Ascend 960-ს 2027 წელს ვიხილავთ, ხოლო 2028 წლის ბოლოს კომპანია 970-სერიის გამოშვებას დაიწყებს.
ტექნიკურ სიმძლავრეებზე და შესაძლებლობებზე საუბარი, ამ ეტაპზე, შეუძლებელია, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ Ascend AI-სერიის პროცესორები უფრო ხელმისაწვდომი და მოქნილი იქნება, ვიდრე NVIDIA-ს მიერ შექმნილი.
ამასთან, Huawei-ის მტკიცებით, Atlas-ის არქიტექტურა გაცილებით უკეთესი გამოთვლითი შედეგების მომტანი იქნება, ვიდრე დღეს ბაზარზე არსებული სხვა ნებისმიერი სისტემა.




























