ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი Rubymar, რომელიც 41 000 ტონა სასუქით იყო დატვირთული და გასულ თვეს ჰუსიტები თავს დაესხნენ, ძლიერი ქარის გამო, ღამით წითელ ზღვაში ჩაიძირა, რაც ამერტი დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ცენტრალური სარდლობის განცხადებით, Rubymar-ის ჩაძირვა, რომელიც სასუქით იყო დატვირთული, წითელ ზღვაში ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს.
ბრიტანეთის საკუთრებაში არსებულ და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ Rubymar-ს „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან 18 თებერვალს გასროლილი ორი ბალისტიკური რაკეტიდან ერთ-ერთი მოხვდა. ხომალდმა, რამდენიმე დღის შემდეგ, წითელ ზღვაში 18 მილის სიგრძის ნავთობის ლაქა შექმნა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, წითელ ზღვაში გახშირდა იემენელი დაჯგუფება “ჰუსიტების” გემებზე თავდასხმები, რაც ამ გზის გავლით ტვირთის ტრანსპორტირებას აფერხებს.