ირანიდან დაფინანსებულმა იემენელმა ტერორისტებმა - ჰუსიტებმა წითელ და ხმელთაშუა ზღვებში სამ კომერციულ ხომალდზე, მათ შორის ერთ ნავთობის გადამზიდ ტანკერზე, იერიში მიიტანეს. ჰუსიტებმა ამ ხომალდებზე შეტევა ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით განახორციელეს.
ინფორმაცია თავდასხმების შესახებ ჰუსიტების პრესსპიკერმა დაადასტურა. მისი თქმით, ეს იერიში ისრაელის საპასუხო ქმედება იყო, რომელიც ღაზის სექტორში კონფლიქტს აგრძელებს.
ამჯერად, ჰუსიტებმა იერიში პანამის და ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებზე, Bentley I-სა და Chios Lion-ზე მიიტანეს. დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, თავდასხმები იემენის ჰოდეიდას პორტიდან განხორციელდა.