მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ტვირთმზიდი ჩაძირეს

ჰუსიტები
BM. GE
10.07.25 19:50
332

გუშინ, 9 ივლისს, იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ლიბერიის დროშით მცურავი რიგით მეორე ტვირთმზიდი ჩაძირეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა. ნაწილი გადარჩენილებისა დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და ჯიბუტის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით გათავისუფლდა, ნაწილი კი ჰუსიტებმა ტყვედ აიყვანეს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰუსიტები თავდასხმისთვის ფეთქებადი დრონები გამოიყენეს, შემდეგ კი გემზე თავადაც ავიდნენ და ცეცხლი გახსნეს. სავარაუდოდ, ჯგუფის მიზანი ეკიპაჟის წევრების გამოყენება იქნება საერთაშორისო დონეზე ისრაელზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით.

ჰუსიტები ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ და საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობებს აგრძელებენ, მათ შორის, აიათოლას რეჟიმის ინტერესებიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ ეს რიგით მეორე შემთხვევაა, როცა ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ლიბერიის დროშით მცურავი სატვირთო გემი წითელ ზღვაში ჩაიძირა. თავდასხმების ფონზე კიდევ უფრო იზრდება გლობალური ლოგისტიკური უსაფრთხოების რისკები წითელი ზღვის მარშრუტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები