მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hyundai და Kia აშშ-ში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას განიხილავენ

609e97520c22e
ნათია თაქთაქიშვილი
14.05.21 20:43
649
Hyundai და Kia აშშ-ში ელექტრომობილების წარმოებაში რამოდენიმე მილიარდის დაბანდებას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სამხრეთკორეული ავტოკონცერნები აღნიშნული მიმართულებით 7.4 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აპირებენ.

CNN-ი წერს, რომ ავტოკონცერნებმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინიციატივის ფარგლებში მიიღეს. პრეზიდენტმა წლის დასაწყისში დააანონსა, რომ აშშ ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის განვითარებაში 174 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები