მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HYUNDAI და KIA წელს რეკორდული რაოდენობის ავტომობილების გაყიდვას გეგმავენ

63b3e9b5b1a5e
გიორგი თოლორდავა
03.01.23 16:32
800
სამხრეთ კორეული ავტომწარმოებლები, Hyundai და Kia მიმდინარე წელს ჯამში 7.52 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებას გეგმავენ, რაც 10%-ით მეტია 2022 წლის მონაცემებთან შედარებით და რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

უფრო კონკრეტულად, Hyundai წელს 4 მილიონ 320 ათასი ერთეულის წარმოებას გეგმავს, Kia კი - 3 მილიონ 200 ათასის.

2022 წელს კორეულმა კომპანიებმა 6.85 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოება შეძლეს, რაც 4%-ით ნაკლები იყო სამიზნე მაჩვენებელზე. გასულ წელს დაფიქსირებული არასახარბიელო შედეგები პირდაპირ კავშირში იყო აზიის მასშტაბით დაწესებულ კოვიდრეგულაციებთან და ნახევარგამტარების დეფიციტთან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში Hyndai-სა და Kia-ს ზრდის ყველაზე მკვეთრი დინამიკა აქვთ, მათ მიერ წარმოებული ავტომობილები სულ უფრო მეტად აქტიურად იკავებენ საშუალო და დაბალ ფასიან ბაზრის წილს.

ზემოხსენებული ამბის გავრცელების შემდეგ, Kia-ს აქციების ღირებულება 1.5%-ით გაიზარდა; Hyundai-ს კაპიტალიზაციამ კი 1.3%-ით მოიმატა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები