მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირებისთვის 64 დეგუსტაცია ჩატარდა - როგორია შედეგები?

ღვინის პოპულარიზაცია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ, ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 64 დეგუსტაცია ჩატარდა.

სააგენტოს ცნობით, სულ სადეგუსტაციოდ 3 106 ნიმუში იყო წარდგენილი, საიდანაც ტესტირება ვერ გაიარა 119-მა, დადებითი შეფასება 2 987-ს მიენიჭა.

"სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარება ყველა საექსპორტო და ასევე ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, იყოს კონკურენტუნარიანი და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს", - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალკოჰოლური სასმელის ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭვირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე. შეფასება ხდება ხუთქულიანი სისტემით. დადებით შედეგად ითვლება, თუ შეფასების ბალური მაჩვენებელი ტოლია ან მეტი 1,5 - ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები