მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ჩეხეთიდან FDI-ს დიდი ნაწილი ენერგეტიკაში ჩაიდო - TOP-5 ინვესტორი კომპანია

ინვესტიცია

პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში 201.4 მლნ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, სადაც თითქმის მეოთხედი ჩეხეთზე მოდიოდა. პირველი სამი თვის განმავლობაში ჩეხური ინვესტიციების მოცულობამ 41 მილიონ 502 ათასი დოლარი იყო.

BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩეხეთიდან ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო. კერძოდ კი:

  1. ენერგეტიკა - $38.2 მლნ;
  2. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - $693 ათასი;
  3. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - $536 ათასი;
  4. საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - $98 ათასი;
  5. დანარჩენი სექტორები - $1.9 მლნ.

რაც შეეხება TOP-5 საწარმოს, სადაც ჩეხეთიდან მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო, ოფიციალური მონაცემებით, კომპანიების ჩამონათვალი ასეთია:

  • არაკომერციული ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ" - ფილიალი საქართველოში;
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია
  • შპს პირველი საინვესტიციო კომპანია საქართველო
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები