მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში ენერგეტიკაში ყველაზე დიდი FDI ჩეხეთიდან ჩაიდო - TOP-5 ინვესტორი კომპანია

ენერგეტიკა

2024 წლის III კვარტალში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან, რაც 197.7 მილიონ დოლარს შეადგენდა, $43 მილიონი ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო. შესაბამისად დარგი FDI-ის ეკონომიკის სექტორების მიხედვით რეიტინგში დამმუშავებელი მრეწველობის შემდეგ მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

ივლის-აგვისტო-სექტემბერში ენერტეგიკაში ჩადებული უცხოური ინვესტიციების მოცულობა 60%-ით გაიზარდა, თუმცა წლის პირველ 9 თვეში წლიურად ინვესტიციის მოცულობა 10.3%-ით შემცირდა.

BM.GE-მ საქსტატიდან საქართველოს ენერგეტიკაში TOP-10 ინვესტორი ქვეყნის რეიტინგი გამოითხოვა. ოფიციალური მონაცემებით რეიტინგში მარშალის კუნძულებიდან, იაპონიიდან, აშშ-დან, ავსტრიიდან და უკრაინიდან შემოსული ინვესტიციების დაკონკრეტებული არ არის. საქსტატში აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების შესახებ მონაცემები კონფიდენციალურია, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის თანახმად, თუ ეს მონაცემები სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი იდენტიფიცირების ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

ამასთან უნდა ითქვას, რომ III კვარტალში ენერგეტიკაში უმსხვილესი ინვესტიცია ჩეხეთიდან ჩაიდო, რომელსაც ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“ და მისი შვილობილი „ეპ ჯორჯია მიწოდება“ წარმოადგენენ.

TOP-10 ინვესტორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. ჩეხეთი - $25.3 მილიონი;
  2. ნიდერლანდები - $9.4 მლნ;
  3. მარშალის კუნძულები - ...;
  4. გერმანია - $3 მლნ;
  5. ჩინეთი - $1.6 მლნ;
  6. იაპონია - ...;
  7. აშშ - ...;
  8. ავსტრია - ...;
  9. ლუქსემბურგი - $248 ათასი;
  10. უკრაინა - ...;

დანარჩენი ქვეყნებიდან კი რაც მათ შორის კონფიდენციალურ ინფორმაციასაც და ინვესტიციის უარყოფით მაჩვენებელს, ანუ გადინებებს მოიცავს, FDI-ის მოცულობამ - $3.3 მილიონი შეადგინა.

BM.GE-მ საქსტატიდან III კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი კომპანიებიც გამოითხოვა, სადაც ამ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო. TOP-5 კომპანია:

  • სს თელასი;
  • შპს თბილისი ენერჯია;
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია;
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
  • შპს თბილისის ელეტრომიმწოდებელი კომპანია.

საწარმოები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები