I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკაში 116 მლნ 234 ათასი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. გასულ წელთან შედარებით, ეს რიცხვი 169.9 მლნ-ით არის შემცირებული.
BM.GE-მ საქსტატიდან დარგების და კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, სადაც იანვარ-მარტში ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციები ჩაიდო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჯამური ინვესტიციის თითქმის ნახევარი ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა. სექტორების ჩამონათვალი კი ასეთია:
- ენერგეტიკის სექტორი - $54.9 მლნ;
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - $17.6 მლნ;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - $16 მლნ;
- დამმუშავებელი მრეწველობა - $14.4 მლნ;
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - $7.9 მლნ;
- განთავსების საშუალებები და საკვების მიწოდების საქმიანობები - $7.8 მლნ;
- ტრანსპორტი და დასაწყობება - $7.5 მლნ;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - $914 ათასი;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - $844 ათასი;
- განათლება - $797 ათასი
რაც შეეხება სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას, სამთომოპოვებით მრეწველობას და კარიერების დამუშავებას, მშენებლობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებს, ინფორმაცია და კომუნიკაციას, პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებს - ამ დარგებში პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების გადინება ფიქსირდება.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში TOP-5 საწარმოს ჩამონათვალში, რომლებშიც ინვესტიციები ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიცია ჩაიდო, შემდეგ კომპანიებს ვხდებით:
- აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
- სს ენერგო-პრო ჯორჯია;
- სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
- სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
- შპს ენთეინ ჯორჯია.