2023 წლის II კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობამ 505.7 მლნ დოლარი შეადგინა. ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სექტორი სადაც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო ენერგეტიკა იყო.
აპრილ-ივნისში ამ სექტორში ჯამურად 137.2 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. საქსტატიდან მიღებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციებით თურქეთი ლიდერობდა. ინვესტორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
- თურქეთი: 54.8 მლნ დოლარი;
- ჩეხეთი: 52.4 მლნ დოლარი;
- ნიდერლანდები: 22.4 მლნ დოლარი;
- მარშალის კუნძულები: 7.9 მლნ დოლარი;
- იაპონია: 2.2 მლნ დოლარი;
- ჩინეთი: 1.8 მლნ დოლარი;
- აშშ: 7 მლნ დოლარი;
- ლუქსემბურგი: 1.3 მლნ დოლარი;
- ავსტრია: 89 ათასი დოლარი;
- რუსეთი: -25 ათასი დოლარი;
- ბულგარეთი: -56 ათასი დოლარი;
- ბელიზი: -117 ათასი დოლარი;
- კორეა: -1.6 მლნ დოლარი;
- საერთაშორისო ორგანიზაციები: -5.6 მლნ დოლარი.
მეორე კვარტალში განხორციელებული ინვესტიციით TOP-5 კომპანიის ჩამონათვალი კი ასეთია: სს ენერგო-პრო ჯორჯია; შპს ენკა რინიუებლზ; სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია; სს ეპ ჯორჯია მიწოდება; შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია.
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.