მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში გუდაურში $4.2 მილიონის ბინები გაიყიდა - მოთხოვნის 92% მცირე ბინებზე მოდის

ბინები

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, სამთო კურორტზე გაყიდული ბინების რაოდენობა 3.3%-ით გაიზარდა, ღირებულება კი 11%-ით.

„ტრანზაქციების უმეტესობა (71.6%) პირველად ბაზარზე დაფიქსირდა. გუდაურში ამჟამად საცხოვრებელი 6 პროექტის დასრულებული გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე.

2024 წლის I კვარტალში მცირე ზომის ბინებმა (2650 მ2) მთლიანი გაყიდვების 92% შეადგინა (+4.0 პპ წ/წ). ამასთანავე, გაყიდული ბინების 61.9% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500). 2024 წლის I კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად მცირედი 1.7%ით შემცირდა და $1,420/მ2-ს გაუტოლდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები