ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის, IndiGo-ს მიერ თბილისის მიმართულებით ფრენების შეჩერების და ინდოეთიდან ქუთაისის მიმართულებით არაპირდაპირი ფრენების შეზღუდვის ფონზე ინდოეთიდან ვიზიტებმა იკლო.
როგორც Galt & Taggart-ის ტურიზმის 2026 წლის I კვარტლის შეჯამებაშია აღნიშნული, ამ სწორედ ამის შედეგია, რომ ინდოეთიდან ვიზიტორების 29.5%-იანი კლება დაფიქსირდა.
ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკით, კლების მიუხედავად, ინდოეთი 18 587 ვიზიტით, იანვარ-მარტში, მეცხრე ადგილზე იყო.
IndiGo-მ, ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერა. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე აღარ იძებნება რეისები დელი–თბილისი–დელისა და მუმბაი–თბილისი–მუმბაის მიმართულებით. როგორც BMG-ს საქართველოში ავიაკომპანიის გენერალურ აგენტ კომპანია Voyager-ში განუცხადეს, ფრენები 28 იანვრიდან შეჩერდა, მიზეზად კი ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება და მოსალოდნელი შეფერხებები სახელდება. ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება რეისები. ავიაკომპანიამ დელი–თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 2023 წელს დაიწყო, ხოლო მუმბაი–თბილისის მიმართულება 2025 წლის აგვისტოდან დაამატა.




























