BAG ინდექსის თანახმად, 2025 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 29%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები, 65%-მა უცვლელი დატოვა, ხოლო 6%-მა შეამცირა.
რაც შეეხება 2025 წლის II კვარტალის მოლოდინს, გამოკითხულ კომპანიათა 24% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას, 4% კლებას, 72% კი უცვლელად დატოვებას.
რაც შეეხება გაყიდვებს, ამ მხრივ ზრდას, 2025 წლის I კვარტალში, ყველა სექტორში კომპანიების თითქმის თანაბარი რაოდენობა აფიქსირებს (23%-დან 29%-მდე შუალედში). ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის I კვარტალში გაყიდვების შემცირებას კომპანიათა მაღალი წილი აფიქსირებს ვაჭრობის, მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში (35%-დან 43%-მდე შუალედში). მიუხედავად ამისა, 2025 წლის II კვარტალისთვის კომპანიებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ. მათ შორის, ყველაზე პოზიტიური მოლოდინი კი ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება
BAG ინდექსი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია.
BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს 2019 წლიდან. BAG ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.