მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში ქვეყნიდან საზღვარგარეთ გასული პირების რაოდენობა 87.2%-ით შემცირდა

60acddf248037
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.21 20:42
523
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში გამყვანი ტურიზმის მაჩვენებლები შემცირდა.

საქსტატმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, საზღვრის კვეთის ოფიციალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოდან მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საზღვარგარეთ სხვადასხვა მიზნით სამოგზაუროდ 19.2 ათასი ადამიანი წავიდა. ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87.2%-ით ნაკლებია. (2020 წლის პირველ კვარტალში 150.8 ათასი ადამიანი წავიდა).

მოგზაურთა რაოდენობა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება: 15-დან 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე - 22.4% (4.3 ათასი) მოდის; 31-დან 50 წლამდე - 51.2% (99.9 ათასი მოგზაური); 51-დან 70 წლამდე - 25.5% (4.9 ათასი მოგზაური); 71 წელს გადაცილებული პირებზე კი 0.9% (0.2 ათასი).

შენიშვნა: საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქსტატის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკური გამოკვლევის საველე სამუშაოები 2020 წლის I კვარტალიდან დროებით შეჩერებულია. შესაბამისად, 2020 წლის II კვარტალიდან მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები