2023 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12.5%-ით შემცირდა და 15.6 მილიონი ლარი შეადგინა.
გასული წლის I კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური შემოსავალი 17.8 მლნ ლარს შეადგენდა, ეს ნიშნავს, რომ წელს, ანალოგიურ პერიოდში მაუწყებლების შემოსავლები თითქმის 2.2 მლნ ლარით შემცირდა.
ტელევიზიებისგან განსხვავებით, პირველ კვარტალში რადიოების შემოსავალი 2.6%-ით გაიზარდა და 1.5 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც პირდაპირ რეკლამას 88%, ხოლო სპონსორობას - 12% უკავია.
სარეკლამო შემოსავლები რადიოების მიხედვით ასე გადანაწილდა:
რადიო ჰოლდინგი ფორტუნა - 841.7 ათასი ლარი
რადიო იმედი - 148.7 ათასი ლარი
ქართული რადიო [ბრენდული სახელი რადიო მაესტრო] - 77.9 ათასი ლარი
რადიო პალიტრა - 77.4 ლარი.