მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან ₾71 მილიონამდე შევიდა

პრივატიზაცია

2025 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტმა პრივატიზაციით 70.6 მლნ ლარი მიიღო.

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის თანახმად, „არაფინანსური აქტივების კლებით“, ანუ პრივატიზაციით მისაღები თანხის საპროგნოზო მოცულობა 70 მლნ ლარი იყო, შესაბამისად შესრულება 100.9%-ია.

უფრო დეტალურად:

  • შემოსულობებმა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან შეადგინა 32.4 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 81%;
  • არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 38.2 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის 127.5%-ია მათ შორის: მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსულობის 12.2 მლნ ლარი იყო, ანუ საპროგნოზო მოცულობის 311.9%; რადიოსიხშირული სპექტრით ლიცენზიის სარგებლობით მიღებულმა შემოსულობებმა კი შეადგინა 26.1 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 99.9%.

ცნობისთვის, პრივატიზაციის წლიური გეგმა 300 მლნ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები