მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

I კვარტალში საქართველომ აშშ-სგან Javelin-ის ახალი პარტია მიიღო - მთავრობა

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანამ 2022 წლის პირველ კვარტალში აშშ-ისგან ანტისატანკო სისტემა Javelin-ის ახალი პარტია მიიღო.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, აგრძელებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების NATO-ს სტანდარტის შეიარაღებით გადაიარაღების პროცესს. 2022 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანადაფინანსებით უკვე შეისყიდა JAVELIN-ების დამატებითი პარტია. ამჟამად აშშ-ის დახმარებით მიმდინარეობს ტაქტიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია, მათ შორის, ბრიგადების დაკომპლექტება, სადაზვერვო საშუალებებისა და კავშირგაბმულობის სისტემების განვითარება, საარტილერიო სისტემების განახლება და თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემებში ჩართვა,” - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.

საუბარია Javelin-ის ტიპის გამშვებებ დანადგარებსა და რაკეტებზე, ასევე თანმდევ აღჭურვილობაზე. ამ სისტემის საერთო ღირებულება 26.2 მილიონი დოლარია.

• „JAVELIN“-ის რაკეტა კონტეინერით FGM-148E - 82 ერთეული;
• „JAVELIN“-ის გამშვები დანადგარი - 46 ერთეული;
• ტანკსაწინააღმდეგო ინერტული რაკეტა - 46 ერთეული;
• ასევე თანმდევი აღჭურვილობა და მომსახურება.

საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინი პირველად 2018 წელს შეიძინა.

მაშინ თავდაცვის სამინისტრომ FGM-148 Javelin-ის 72 გამშვებ მოწყობილობასა და 410 რაკეტაში $75 მილიონი დოლარი გადაიხადა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები