მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს - სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო
10.08.24 16:56
907

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სენატორ ჯინ შაჰინს, კონგრესმენ მაიკ ტერნერსა და დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალებზე საუბარი არ არის და აღნიშნულია, რომ საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს.

„საქართველოში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სენატორ ჯინ შაჰინს,

კონგრესმენ მაიკ ტერნერსა და დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ“, - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა „რუსული კანონი“ მიიღო, საქართველოს მთავრობის მიმართ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ანტიდასავლური კურსის შეწყვეტის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა. კანონის საბოლოო მიღების შემდეგ კი პენტაგონმა საქართველოსთან სამხედრო სწავლების პროგრამა განუსაზღვრელი ვადით გადადო, სახელმწიფო დეპარტამენტმა კი საქართველოს მთავრობისთვის 95 მლნ დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა. ამასთან, აშშ-მა "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სენატორმა ჯინ შაჰინს ეკუთვნის „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე ან მიღების მცდელობებზე. სენატორმა შაჰინმა კი განაცხადა, რომ "ქართველი ხალხის აქტი" ამ სავიზო შეზღუდვებს მუდმივს გახდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები