მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას განუსაზღვრელი ვადით გადადებს - პენტაგონი

სს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი

პენტაგონი იუწყება, რომ აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა 30 მაისს დაიწყო და „ღირსეული პარტნიორის“ გადადება უკავშირდება აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, რომ ზეწოლა ხდება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ასევე ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა დასავლეთი მონაწილეობას.

პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის მთავრობამ დაადგინა, რომ ახლა არის შეუფერებელი დრო საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.

ასევე, განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რადგან ისინი ცდილობენ, გააძლიერონ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა.

"ჩვენ ეს გადაწყვეტილება იოლად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ანიჭებენ ისეთ წვრთნებს, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი“. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელოდება მოკავშირეებსს და პარტნიორებთან, მათ შორის, სწავლება „მებრძოლ სულთან“ თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს 2025 წელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები