2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საიმპორტო ბაზრებიდან 3.4 მლნ დოლარის ღირებულების 2 045 ტონა ქათმის ხორცი შემოვიდა, რაც გასული წლის იმპორტის მაჩვენებელს ღირებულებით მცირედით აღემატება, ხოლო მოცულობით დაახლოებით 400 ტონით ჩამორჩება. (2022 წლის პირველი კვარტალი 3.2 მლნ დოლარი, 2 423 ტონა).
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგადად საიმპორტო ბაზრებზე გაყინული ქათმის ღირებულება გაიზარდა.
მიმდინარე წელს ქვეყანაში გაყინული ქათმის იმპორტი სულ ხუთი ქვეყნიდან განხორციელდა. მთავარი საიმპორტო ბაზარი კი თურქეთია.
საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. თურქეთი - 1.7 მლნ დოლარი, 1 049 ტონა;
2. ბრაზილია - 1 მლნ დოლარი, 680 ტონა;
3. უკრაინა - 406 ათასი დოლარი, 242 ტონა;
4. საფრანგეთი - 101 ათასი დოლარი, 42 ტონა;
5. რუსეთი - 52 ათასი დოლარი, 30 ტონა.
აღსანიშნია, რომ შინაური ქათმის გაყინული ხორცი საქართველოდან ექსპორტზე მცირე მოცულობებით გადის. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 543 ტონა ექსპორტირებული ხორცის ღირებულებამ 858 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასულ წელს რეალიზების მაჩვენებელი 1 399 ტონა და 1.5 მლნ დოლარი იყო. გაყინული ქათმის ექსპორტის ერთადერთი საექსპორტო ქვეყანა წელს სომხეთი იყო და საქონლის ექსპორტი სრულად ამ მიმართულებით განხორციელდა. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქათმის ხორცის ნახევარზე მეტი 64% ადგილობრივ ნაწარმზე, დანარჩენი კი რეექსპორტზე მოდის.