მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში საქართველოში აზერბაიჯანული გაზის იმპორტი 14%-ით გაიზარდა

გაზსადენი

საქართველოში აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაიზარდა. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის წარმოებამ 12.6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის ტოლია. აქედან, ექსპორტზე 6.5 მლრდ კუბ.მეტრი გავიდა, რაც 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემზე 8.3%-ით მეტია.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის I კვარტალში ევროპისთვის 3 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის მიწოდება მოხდა, თურქეთისთვის - 2.4 მილიარდი კუბური მეტრი, სირიისთვის 0.3 მლრდ კუბ. მეტრი. იანვარ-მარტში, 14%-ით ანუ 0.1 მლნ კუბური მეტრით გაიზარდა საქართველოში აზერბაიჯანული გაზის მოწოდება. სულ სამ თვეში საქართველომ 800 მლნ კუბ.მეტრი გაზი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში თურქეთში TANAP-ის მეშვეობით 1.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა ტრანსპორტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები