სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სასკლაოების რაოდენობისა და ხორცის წარმოების პარალელურად, სასაკლაოების მომსახურების ღირებულებაც გაიზარდა.
განახლებული მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა 121-მდე გაიზარდა. გასულ წელს ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 104 ერთეული სასაკლაო ფუნქციონირებდა.
ამასთან, ყველაზე მეტი სასაკლაო - 18.2% ქვემო ქართლშია, შემდეგი რეგიონი სასაკლაოების რაოდენობით და 16.5%-ით კახეთია, 16.5%-ით იმერეთი, 14%-ით შიდა ქართლი, 11.6% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 23.1% სხვა რეგიონებშია განაწილებული.
სასაკლაოების რაოდენობის წლიურ ზრდასთან ერთად გაიზარდა დაკლული პირუტყვის, რაოდენობებიც. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 98.3 ათასი სული პირუტყვი, რაც 10.9%-ით აღემატება სასაკლაოების დატვირთვას. დაკლული პირუტყვიდან 42.2% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყო, 49.6% - ღორი, ხოლო 7.3% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.8%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 290.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა, რაც წლიურად 5.8%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
სასაკლაოების მიერ 2023 წლის I კვარტალში 13.6 ათასი ტონა ხორცი იწარმოა (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით). წარმოების მოცულობები წლიურად 13.3%-ით გაიზარდა. წარმოებული ხორციდან 34.2% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 43.3% - ფრინველის ხორცზე, 21.6% - ღორის ხორცზე, 0.8% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება 12.9 ათას პირს გაეწია, საიდანაც 35.5% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 116 კაცი შეადგინა.
გასულ წელთან შედარებით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი გაიზარდა. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის ღირებულებამ პირველ კვარტალში 33.8 ლარი შეადგინა, რაც 9%-ით მეტია, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 13.8 ლარი იყო, რაც 4.5%-ით, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 28.9 ლარი იყო, რაც 9%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდში სასაკლაოების მომსახურების საშუალო ღირებულებაზე.




























