მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საცხოვებელი უძრავი ქონება გაძვირდა

ბინები

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.8%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3% შეადგინა.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 62.3%-ით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ინდექსი 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, % წინა კვარტალთან შედარებით, % წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, %
მთლიანი RPPI 62.3 1.8 3.0
ბინები 59.8 2.0 3.3
კერძო სახლები 66.6 1.1 1.8

2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა,
როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.1%).
2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში -
ბინებზე 3.3%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 1.8%-ით.

მეთოდოლოგია: საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) ასახავს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და
მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს თბილისში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები