მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში შაქრის იმპორტი $11 მლნ-მდე შემცირდა - შეიცვალა მომწოდებელი ქვეყნების რეიტინგი

შაქარი

2025 წლის I კვარტალში საქართველოში შაქრის იმპორტი შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყანამ 10 მილიონ 934 ათასი დოლარის ღირებულების 19 988 ტონა შაქარი შეიძინა. იმპორტი 13.4%-ით შემცირდა.

მთავრობამ შაქრის იმპორტის გადასახადი ერთი წლით გაახანგრძლივა

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს შაქრის მთავარი მომწოდებელი პოლონეთი იყო. ამ მიმართულებიდან პროდუქტის გადმოზიდვები გაოთხმაგებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024, 2025-ში წლიურ ჭრილში შაქარი ძირითადად საფრანგეთიდან შემოგვქონდა. შარშან პოლონეთმა რეიტინგში ბელგიას და ნიდერლანდებს გადაასწრო და საფრანგეთის შემდეგ მეორე ადგილი ეკავა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში შაქრის ჯამური იმპორტის კლება საფრანგეთიდან შესყიდვების შემცირებამ განაპირობა.

2026 წლის I კვარტალში TOP-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

  1. პოლონეთი - $4.4 მლნ, 8 539 ტონა;
  2. საფრანგეთი - $3.2 მლნ, 6 402 ტონა;
  3. ნიდერლანდები - $1.7 მლნ, 2 776 ტონა;
  4. ბელგია - $819 ათასი, 1 402 ტონა;
  5. გაერთიანებული სამეფო - $589 თასი, 780 ტონა.

წელს შაქარი მცირე მოცულობებით აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, კოლუმბიიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდანაც შემოვიტანეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები