მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ვიზიტორების დანახარჯები ₾2.2 მლრდ-მდე გაიზარდა - რა მიზნით სტუმრობენ საქართველოს?

ბინები

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 2.2 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 6.9%-ით მეტია.

ჯამურად გაზრდილი დანახარჯის მიუხედავად, ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურად 1.6%-ით შემცირდა და 1 869.1 ლარი შეადგინა.

კატეგორიების მიხედვით, მთლიანი ხარჯების 70%-ზე მეტი განთავსებაზე, საკვებსა და საყიდლებზე მოდის. უფრო დეტალურად:

  • განთავსება - 589.6 მლნ ლარი;
  • საკვები და სასმელი - 523.6 მლნ ლარი;
  • საყიდლები - 434.2 მლნ ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 390.2 მლნ ლარი;
  • ადგილობრივი ტრანსპორტი - 205.7 მლნ ლარი;
  • სხვა ხარჯი - 19.9 მლნ ლარი.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში 1.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 8.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 11%-ით მოიმატა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა და 938.6 ათასი შეადგინა.

ქვეყნების მიხედვით, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (254.6 ათასი), რუსეთის ფედერაციის (215.5 ათასი) და სომხეთის (191.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ამასთან, იანვარ-მარტში ვიზიტების უმრავლესობის (44.8%) მიზანი დასვენება, გართობა და რეკრეაცია იყო, რასაც მოსდევს მეგობრების/ნათესავების მონახულება (27.5%), ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად (12.4%), პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა (7.2%), შოპინგი (5.4%) და სხვა (2.6%).

საქართველოში განხორციელებული ვიზიტების უდიდესი ნაწილი, 81.3% განმეორებითი ხასიათისაა. ამასთან, რეგიონების ჭრილში, ლიდერობს თბილისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, შესაბამისად, 608.1 ათასი და 363 ათასი ვიზიტით.

აღსანიშნავია, რომ შემცირდა ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა და თუ 2023 წლის I კვარტალში 6 ღამე იყო, მიმდინარე წელს 5.5 ღამე შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები