მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში Wizz air და Turkish Airlines-ის წილი საავიაციო ბაზარზე 31%-მდე გაიზარდა

643918f8358a6
მარიამ ვარადაშვილი
14.04.23 13:36
458
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz air და Turkish Airlines ლიდერობენ, რომელთა წილი ბაზარზე 31%-ს შეადგენს. 2022 წელს ამ ორი კომპანიის ჯამური წილი ბაზარზე 25% იყო.

ავიაციის სააგენტოს თანახმად, რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების ოდენობით ლიდერი ავიაკომპანიებია:

Wizz Air Hungary – 18% (191 307 მგზავრი);

Turkish Airlines – 13% (129 819 მგზავრი);

Pegasus – 9% (93 679 მგზავრი);

Azerbaijan Airlines – 6% (60 786 მგზავრი);

Flydubai – 5% (53 968 მგზავრი);

რაც შეეხება საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელს, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საჰაერო სივრცეში 42 484 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა, რაც 28%-ით აღემატება 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები