მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით

ფრენები

2023 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 6 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 35%-ით აღემატება. საქართველოში მოქმედ ავიაკომპანიებს შორის პირველ ადგილზეა უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც 1.27 მილიონ მგზავრს მოემსახურა - ეს 2022 წელთან შედარებით 682 ათასი მგზავრით, ანუ 116%-ით მეტია. ავიაკომპანიებს შორის ზრდით გამორჩეული იყო "ჯორჯიან ეარვეისი", რომელმაც რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენის გამო, ნაკადის 178 ათასი მგზავრით, ანუ 120%-ით გაზრდა შეძლო.

2023 წლის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების მიხედვით საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი:

1) Wizz Air - 1,270,737 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 116%

2) Turkish Airlines - 627,078 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 15%

3) Pegasus - 423,655 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 4%

4) Georgian Airways - 326,873 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 120%

5) Azerbaijan Airlines - 324,044 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 55%

6) Fly Dubai - 218,433 მგზავრი, კლება წინა წელთან -4%

7) El Al Israel Airlines - 202,469 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 56%

8) Belavia - 184,117 მგზავრი, კლება წინა წელთან -24%

9) Israir - 182,941 მგზავრი, კლება წინა წელთან -7%

10) Air Arabia - 155,303 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 16%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები