ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია დაამტკიცა. დოკუმენტი, მის პირვანდელ ვერსიაში, 2019 წლის დადგენილებაში შესული ცვლილებებია რომელიც შაორის განაშენიანების წესებს და სტანდარტებს დეტალურად განსაზღვრავს.
3 ივლისს ძალაში შესული დოკუმენტის მიხედვით, განისაზღვრა შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის (დასახლების) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები.
ფუნქციური ზონები და მათი რეგლამენტები
დადგენილებით განისაზღვრა როგორც ფუნქციური ზონები, ასევე ქვეზონები და მათზე დასაშვები შენობები.
დეტალური აღწერის მიხედვით, სექტორი №2 უნდა განაშენიანდეს შემდეგნაირად: –იახტკლუბი (ერთი შენობა), კაფე-რესტორანი (ერთი შენობა), ნავსადგომი, ნავსადგომის ადმინისტრაცია, პირსი, სანაოსნო საწყობი;
გ.ა.გ) სექტორი №3 – ჩოგბურთის კორტი, კალათბურთის მოედანი, სპორტული კომპლექსის ადმინისტრაცია, ტრიბუნა, სპორტული მოედნის ფუნქციონირებისთვის საჭირო დახმარე შენობა-ნაგებობა და ა.შ.
მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი: კ-1=0.2; მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი კ-3=0.8: მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე – 5მ;
სარეკრეციო ზონა 3. განაშენიანების ძირითადი პარამეტრებია:
- მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი: კ1=0.15;
- მაქსიმალური დასაშვები სართულიანობა – 4 სრული სართული;
- აღნიშნულ სექტორში დასაშვებია: 80-ნომრიანი, 160-ადგილიანი სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი
სასოფლო-სამეურნეო ზონა 1 – წარმოადგენს დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირების უზრუნველმყოფი დამხმარე შენობა-ნაგებობების, რანჩოების, ფერმა-სასტუმროების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. განაშენიანების ძირითადი პარამეტრებია:
- მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე – 10 მ.
- რანჩოების, ფერმა-სასტუმროების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი – 100000 კვ.მ
- სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების ფუნქციონირების უზრუნველმყოფი დამხმარე შენობა ნაგებობების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი – 15 000 კვ.მ.
სასოფლო-სამეურნეო ზონა 2. აღნიშნულ სექტორებში განაშენიანების ძირითადი პარამეტრებია:
- მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი – კ1=0.1;
- მიწის ნაკვეთზე ერთი შენობა-ნაგებობის მაქსიმალური განაშენიანების ფართი -200 კვ.მ;
- მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მაქსიმალური დასაშვები სართულიანობა -2 სრული სართული მანსარდით;
- მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე – 10 მ.
- მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი – 1200 კვ.მ
დაგენილებაში ასევე განსაზღვრულია განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებების განხორციელების პირობები, ბუნებრივ-ტექნოგენური საფრთხეები, გეგმარების შემზღუდავი ზონები და მათი რეგლამენტები, კომბინირებული და შერეული რეჟიმის ზონები, განაშენიანების არქიტექტურულ-მხატვრული მახასიათებლები და ა.შ.
შენობებისთვის კი, რომლებზეც ნებართვა უკვე გაცემულია , ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ახალი წესების გავრცელებას თავად განმცხადებელი, ანუ კერძო სექტორი მოითხოვს.